პატრულის და სითიპარკის ჯარიმები

იმედი მაქვს, რომ ყველა ჩემი მკითხველი წესრიგის მოყვარული მძღოლია, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე “კურიოზები” – მოძრაობის წესების დარღვევა ან არასწორი გაჩერება–  და შეიძლება დაჯარიმდეთ. ასეთ შემთხვევაში, ეს ორი ბმული –პატრულის და სითი პარკის ჯარიმების– გამოგადგებათ, რომლებიც ადვილი დასაგუგლ–საპოვნელი არ არის, ამიტომ ჩემს ბლოგზე ჩავნიშნავ. :)

camera

(ეს სურათი ფილადელფიაში გადავიღე, კამერები გზაზე).

სად ვნახოთ პატრულის ჯარიმები

ამიტომ, თუ მაინც დაგაჯარიმათ პატრულმა, ან დაგაფიქსირათ ვიდეო–კამერამ, თქვენი ჯარიმების შემოწმება შესაძლებელია შს მომსახურების სააგენტოს საიტზე. სადაც ასევე შეიძლება შეამოწმოთ, დაჯდა თუ არა თქვენი გადარიცხული თანხა მათ ანგარიშზე და გადაიფარა თუ არა თქვენი ჯარიმა.

ეს არის ჯარიმების ბმული:

http://videos.police.ge/

ორი გზაა არის, როგორ უნდა ნახოთ თქვენი ჯარიმები:

1) ან უნდა შეიყვანოთ ორი მონაცემი: ქვითრის სერია + მანქანის ნომერი

2) ან (თუ ქვითარი დაგეკარგათ, ან საერთოდ არ გინახავთ თვალით) უნდა შეიყვანოთ: ტექ-პასპორტის ნომერი +ავტომობილის სახელმწიფო ნომერი.

გაფრთხილება: ყურადღება მიაქციეთ, მანქანის ასოები ასევე “ტეხპასპორტის” ასოები უნდა აკრიფოთ ინგლისურად, თორემ ისე ვერ შეხვალთ. რიცხვებს ჩვეულებრივად აკრიფავთ. :)

ამ გზით შეხვალთ საიტზე თქვენი მანქანის ჯარიმების ისტორიაში და ნახავთ, რა გაქვთ გადახდილი, რა გადაუხდელი. გადაუხდელ ჯარიმას თუ დააჭერთ, გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ჩანს სურათი, ჯარიმის თარიღი და ჯარიმის ქვითრის ნომერი.

დამატება: თუ საიტზე ვერ შედიხართ, ან იქ ვერ იპოვეთ თქვენი ჯარიმა, ან სხვა რამე გაქვთ გასარკვევი ჯარიმებთან დაკავშირებით, ამის გარკვევა შეგიძლიათ შს სამინისტროში:  მე–12-ე ოთახი, გულუას N 8 (ორთაჭალაში).

როგორ და სად გადავიხადოთ პატრულის ჯარიმა

ან უნდა წახვიდეთ ბანკში, ან გადარიცხოთ თქვენი ინტერნეტ-ბანკინგით. ფეიბოქსებით მემგონი ვერ გადაიხდით.

  • გადახდისას გჭირდებათ ჯარიმის ქვითრის ნომერი. თუ თანხას რიცხავთ ბანკიდან ან ინტერნეტბანკინგით, თანხის გარდა მიუთითეთ (ჩაწერეთ) დანიშნულებაში ქვითრის ნომერი. ქვითრის ნომრის ნახვა შეგიძლიათ ვიდეო-ჯარიმების საიტზეც (ზემოთ წერია). პრინციპში, თუ ქვითრის ნომერს არ მიუთითებთ, გადარიცხვის შემდეგ საფეხურზე ვერც გადახვალთ, ანუ აუცილებელია მაგ ველის შევსებს, ყოველშემთხვევაში თიბისის ინტერნეტბანკინში ეგრეა.

———-

სად ვნახოთ სითი პარკის ჯარიმები:

სითიპარკის ანუ აკრძალულ ადგილებში მანქანის გაჩერების ჯარიმების ნახვა შეგიძლიათ ამ კომპანიის საიტზე:

http://ct-park.ge/fines

გაითვალისწინეთ შემდეგი: თუ ჯარიმის ქვითარი სახლში არ მოგიტანეს ან მანქანაზე არ დაგხვდათ, არ ხართ ვალდებული ჯარიმა გადაიხადოთ.

სად გადავიხადოთ

ჯარიმის გადახდა შეგიძლიათ ბანკში, ინტერნეტბანკინგით, და ფეიბოქსითაც მგონი.

———

კეთილ მგზავრობას გისურვებთ, პარკინგის ბევრ ადგილს, და თავში დანაოჭებული ტვინის მქონე, სინდისიან ჩინოვნიკებს ლოკალურ თუ გლობალურ მთავრობებში. ;)

ჩემი ბლოგისთვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ ფეისბუქითაც, თუ დაალაიქებთ პეიჯს:

http://www.facebook.com/Russosblog

fb

About these ads

4 thoughts on “პატრულის და სითიპარკის ჯარიმები

  1. Pingback: მანქანების მძღოლებო, ახტუნგ, ახტუნგ! ;) | რუსოს ბლოგი

  2. დგეს გერდზულა გადავკვეტე და შკოდა ვერ დამეწია http://videos.police.ge/ ამ საიტზე ვნახულობ და ჯარიმა არ წერია და ესეიგი გადავრჩი??თუ ჯერ არ დაიდებოდა თქვენი აზრით?? =D

    • იქ თუ კამერა არ იყო, მაშინ არ დაიდება მაგ საიტზე, მანდ ხომ მხოლოდ ვიდეო–ჯარიმები დევს. ესე იგი გადარჩი. :)

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s