ვაცხობთ პურს :)

მაშინ, როცა ჩვენთან მოდაში პურის საცხობი აპარატები შემოვიდა, ამერიკელი ქართველები ღუმელში აცხობენ პურს. :) გთავაზობთ ჩემი მეგობრის რეცეპტს და მისსავე სურათებს, ღუმელში გამომცხვარი პურისა. :) მოსინჯეთ თქვენც და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები. :) აქვე ავღნიშნოთ, რომ ასეთი პურის მირთმევა დიდი ვერაფერი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუ მოახერხებთ და იყიდით whole grain ფქვილს, და იმით მოზილავთ ცომს, ასეთი პური უკვე მარგებელიც იქნება. :)

რეცეპტი:

მოვზილავთ ჩვეულებრიც საფუარიან ცომს, ცოტა მარილით, საკმაოდ ნიორით, ზეითუნის ზეთით და შევურევთ ბლომად როზმარინს (rosemary).  მივცემთ ბაგეტის ფორმას და გამოვაცხობთ ღუმელში. რომ გამოცხვება, მერე წვრილად დაჭრილი ან დაჩოპერებული როზმარინი ნიორთან და ზეითუნის ზეთთან ერთად თავზე გადავუსვათ ბლომად.

ესეც სურათები:

bread1

bread3

bread2

რა არის როზმარინი

(ლათ. Rosmarinus) – მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მარადმწვანე მცენარე, რომელიც გამოიყენება როგორც კულინარიაში, ასევე პარფიუმერიასა და მედიცინაში.  თავისი არომატით როზმარინი მოგვაგონებს ფიჭვს. აქვს ოდნავ ცხარე გემო. სანელებლის სახით იყენებენ მცენარის ფოთლებს როგორც მშრალ, ასევე ნედლ მდგომარეობაში. შედარებით მცირე რაოდენობით იხმარება ბოსტნეულისგან მომზადებულ კერძებში, უფრო მეტად ეხამება შემწვარ ხორცსა და თევზს. წყარო: >>

————–

ჩემი სხვა აქტივობები იხ. ფეისბუქზე. :)  http://www.facebook.com/Russosblog

fb