როგორ მოვრჩეთ დარდს და დავიწყოთ ცხოვრება

დღეს კიდევ ერთ კარგ წიგნს გაგაცნობთ. ავტორი დეილ კარნეგია. ეხლა თქვენ იტყვით: ოო, ეს ხომ ყველამ ვიცით, კიდეც გაგვიგია და კიდეც წაგვიკითხავს “როგორ შევიძინოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანებზე” და თანაც ქართულად. მე კი გეტყვით, რომ მის სხვა წიგნს გთავაზობთ  “როგორ მოვრჩეთ დარდს და დავიწყოთ ცხოვრება“.  ქართულად არვიცი არის თუ არა, მეეჭვება რომ იყოს. რუსულად აუცილებლად იქნება, კარგად თუ დაგუგლავთ.  იხილეთ ამაზონზე: How to Stop Worrying and Start Living

carnegi2

ძალიან კარგი და საჭირო წიგნია. ჩემი ნება რომ იყოს, ვინც ნებით არ წაიკითხავდა ამ წიგნს, ძალით წავაკითხებდი. :)

წიგნი არის იმაზე, თუ როგორ გვიშლის დარდი ხელს ცხოვრების შერგებაში, როგორ გვაცდენს და როგორ გვიფუჭებს ჯანმრთელობას. ავტორი აანალიზებს და ასკვნის, რომ ძირითად შემთხვევაში დარდი არის სრულიად უსაფუძვლო და ყოველთვის –  უშედეგო და უმიზნო. დარდი არის ფუჭად დაკარგული დრო, ენერგია და ჯანმრთელობა. თუ გამოანთავისუფლებთ დარდზე დახარჯულ ენერგიას და მიმართავთ მიზნების განხორციელებაზე და პოზიტიურ ფიქრზე, რადიკალურად შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ასევე, ავტორი გვასწავლის მეთოდს, როგორ განვახორციელოთ ეს რეალობაში, როგორ უნდა გადავეჩვიოთ გამუდმებით რაღაცაზე დარდს და დავტკბეთ ცხოვრებით.  მოკლედ ესაა, დანარჩენი მერე იყოს. (მოგვიანებითაც გადაათვალიერეთ ჩემი პოსტები, ვამატებ ხოლმე რაღაცეებს). :)

სასიამოვნო და წარმატებულ კვირას გისურვებთ!

პ.ს. ასევე გეტყვით, რომ მარტო კითხვა არ შველის. რასაც წაიკითხავთ, ის მერე უნდა იპრაქტიკოთ, ისე ვერაფერს შეცვლით. :)

———

დამატება: 12,02,2014: ვამატებ ლინკს ჩემს ძველ პოსტზე, რომელიც ამ წიგნის თარგმანს შეეხება: დეილ კარნეგის ახალი თარგმანი. 

——-

ჩემი სხვა აქტივობები იხ. ფეისბუქზე. ;)

http://www.facebook.com/Russosblog

fb

One thought on “როგორ მოვრჩეთ დარდს და დავიწყოთ ცხოვრება

  1. Pingback: დეილ კარნეგის ახალი თარგმანი | რუსოს ბლოგი

გააკეთე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s