გავიხსენოთ ბავშვობა… შოკმანჟე ;)

რადგან ნაყინის სეზონი არა და არ მოდის, შემცვლელი ხომ უნდა მოვიფიქროთ?  ჰოდა, გავიხსენოთ ბავშვობა და მოვამზადოთ შოკმანჟე. :)

2013-07-23 19.56.45

დამატება: 21.07.2013: ძველი რეცეპტი ვიპოვე და სურათი გადავუღე. როგორც ხედავთ 2 ს.კ. შაქარი ყოფილა სწორი. ჩემი დის ნაწერია. :)

2013-07-20 21.10.09

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 100 გრამი კარაქი
  • 100 გრამი შოკოლადის ფილა (შავი შოკოლადი)
  • 1 სუფრის კოვზი კონიაკი (შეიძლება ბეილისიც)
  • ვანილი (ცოტა!)

ingredientebi

მომზადების წესი:

1) გაადნეთ ორთქლზე ჯამში შოკოლადი და კარაქი. და დადგით გასაგრილებლად.

2) კვერცხი გატეხეთ და დააცალცალკევეთ ცილა და გული. მნიშვნელოვანია რომ მოვაშოროთ თეთრი ძარღვები, რომელიც ახლავს ხოლმე კვერცხის გულს. იდეაში არაფერს აფუჭებს, მაგრამ მე არ მიყვარს. :)

3) ცილა ათქვიფეთ მიქსერით ისე, რომ გადმოტრიალებისას მასზე არ მოქმედებდეს მიზიდულობის ძალა, ანუ ქვემოთ არ უნდა მოდიოდეს. ;)

4) შეურიეთ ნელნელა შაქარი. ურიეთ მიქსერით სულ ერთი მიმართულებით (ეს ქიმიის ამბავში).

5) შეურიეთ კვერცხის გულები.

6) შეურიეთ შოკოლადის და კაქარის ნარევი (1–ელ პუნქტში რომ გავადნეთ, ის).

7) შეურიეთ კონიაკი (კარგი რამე აარჩიეთ. ჩემი კონიაკი ერთი 25 წლის დაძველების მაინც არის). :)

8) შეურიეთ ვანილი.

9) მორჩა. ჩაასხით ჭურჭელში და შედგით საყინულეში.

რომ გაიყინება (რამოდენიმე საათში), მერე მიირთვით. მე უკვე მივირთვი და ფანტასტიკაა.  :)

shokmanje2

shokmanje

ეხლა გაფრთხილებები:

მგონი ბავშვობის მერე მართლა არ გამიკეთებია და არ მახსოვდა რაღაცეები, და გაგიზიარებთ გამოცდილებას/გაფრთხილებებს:

  • ვიყიდე dove–ს რძიანი შოკოლადის ფილა და შოკმანჟე გამოვიდა ძალიან ღია ფერის. ესე იგი, ჯობია იყიდოთ შავი შოკოლადის ფილა.
  • გამომივიდა ძალიან ტკბილი, არვიცი რატომ, 4 კვერცხზე გამოვიყენე ნახევარი ჭიქა შაქარი. ან ჭიქა იყო დიდი ან შეიძლება შოკოლადის ფილაც რომ ძალიან ტკბილი იყო, იმის ბრალია?
  • გამოვიდა ძალიან ფაფუკი და სქელი, კრემივით. ნაყინს უფრო გავს, ვიდრე შოკმანჟეს. ვერ ჩავასხი ჭიქებში, კოვზით გადავიტანე. არადა 2 სუფრის კოვზი კონიაკი გამოვიყენე. ადრე რომ ვაკეთებდი, კარგად მახსოვს, ჩვეულებრივ ისხმებოდა ჭიქებში. შეიძლება კარაქის ბრალია? ეხლა უცხოური კარაქით გავაკეთე და ბავშვობაში საბჭოთა კარაქებში ნახევარი ხომ წყალი იყო. :)
  • ინგრედიენტები, რაც ზემოთ წერია, არის ერთი პორცია და ცოტა გამოდის. გამოდის 4–8 ჭიქა. ჭიქასაც გააჩნია. ;)  თუ ბევრი ხალხი გინდათ დაპატიჟოთ, ორი–სამი პორცია უნდა გააკეთოთ.
  • სულ ეგ არის. გემრიელად მიირთვით. :)

2013-07-23 19.58.28

აქვე გთავაზობთ შოკმანჟეს იგივე შოკოლადის მუსის სხვა რეცეპტის ვიდეოს. ინგრედიენტები თითქმის იგივეა, ემატება ნაღები. მომზადების წესიც ცოტა განსხვავებულია. სხვა დროს ამ ვარიანტს მოვსინჯავ. :) შოკოლადის მუსს გაყინვის შემდეგ იღებენ კოვზით ჭურჭლიდან, ათავსებენ თეფშზე ნაყინთან ერთად და მიართმევენ სტუმრებს. :) ისე ამ ვიდეოს რომ ვუყურე, მივხვდი, რომ ჩემი კონსისტენცია ისაა, რაც უნდა იყოს, ფაფუკი და ჰაეროვანი და სულაც არ უნდა იყოს თხელი და ჩამოსასხმელი. :)

დამატება: 21.07.2013: ამასწინათ ნამცხვრების რეცეპტებს ვათვალიერებდი და რა შევამჩნიე: თუ ზემოხსენებულ მასას დაამატებთ ფქვილს და გამოაცხობთ, გამოვა ნამცხვარი “ბრაუნი”. :)

დამატება (27.05.2013)ეხლა მეორედ გავაკეთე შოკმანჟე და გავითვალისწინე წინა გამოცდილება. გამოვიყენე შავი შოკოლადი. შაქარი ვუქენი 3 კოვზი და მაინც ძალიან ტკბილია. მემგონი სულ რომ არ უქნათ შაქარი, მაინც კარგი იქნება, შოკოლადები ისეთი ტკბილია. გაითვალისწინეთ, რომ შოკმანჟე ძალიან მსუყეა და მისი ბევრის მირთმევა სულ არ არის სასარგებლო ან თუნდაც სასიამოვნო. გირჩევთ სტუმრებს მიართვათ ნაყინთან ერთად, მაგალითად ერთი ბურთულა შოკმანჟე, სამი ბურთულა ნაყინი. :)

ჰო, ამჯერად ჩემი შოკმანჟე გაყინვამდე ჩავასხი საოჯახო ნაყინების კონტეინერში (ნახევარლიტრიანები რომაა). ნახევარი გაავსო. ანუ თუ მთლიანად გინდათ გაავსოთ, ორი პორცია უნდა გააკეთოთ. :)

––––

მე და ჩემი ბლოგი ფეისბუქზე გვნახეთ აქ:>> ;)

fb

9 thoughts on “გავიხსენოთ ბავშვობა… შოკმანჟე ;)

  1. ამეშალა მოგონებები :) რეცეპტების წიგნზე დეიდა განახსენდა და ბევრი ტკბილი რამე… :) მომინდა სასუსნაოწბი… :)

  2. მე ცოტა განსხვავებული რეცეპტი მაქვს კარაქის გარეშე და უფრო მსუბუქი დესერტი გამოდის.

  3. Pingback: გავიხსენოთ ბავშვობა- 2, ნამცხვარი “ძეხვი” :) | რუსოს ბლოგი

გააკეთე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s