შპალიერის საბითუმო საწყობი

დღეს კიდევ ერთი საყოფაცხოვრებო პოსტი უნდა შემოგთავაზოთ. ;) რამდენი ხანია ამ პოსტის დაწერას შევპირდი მეგობარს და აი, როგორც იქნა, დავჯექი დასაწერად. :)

IMG_0913

რაზე ვწერ? თუ რემონტი გაქვთ ან ახლა ემზადებით ფსიქოლოგიურად ამ მძიმე საქმისთვის, ეს პოსტი აუცილებლად გამოგადგებათ. ის კი არა, თუ არ აპირებთ არაფერს, შეიძლება უცებ მოგინდეთ კიდეც სახლზე ხელის შევლება, თუ ასეთი რამ ვინმეს შეიძლება დაემართოს ქართველი ხელოსნების გადამკიდე. ;)

IMG_0915

მოკლედ, ამ პოსტში უნდა მიგასწავლოთ ერთი დიდი შპალიერების მაღაზია, ლილოსკენ რომ არის, “პეპელას” დასახლებაში, თუ გაგიგიათ. ამას პოსტი რად უნდოდაო, შეიძლება თქვათ, მაგრამ არაა ადვილი მისაგნები და ზუსტადაც რომ დეტალური ინსტრუქციებია საჭირო. და ცალცალკე რადგან დავიღალე მისამართის ახსნებით, ეს პოსტი გამომადგება მეც და შპალიერების ყიდვის მსურველებსაც. :)

რამოდენიმე წლის წინ, შპალიერის ყიდვა რომ დამჭირდა, ხელოსანმა მიმასწავლა, აეროპორტის გზაზე, დიდი შპალიერების საბითუმო მაღაზიაა, იაფად არის შპალიერები და იქ იყიდეო. წავედი ამხელა გზაზე, აქეთ ვიყურე, იქეთ ვიყურე, ვერ მივაგენი და მერე ისევ ელიავაზე ვიყიდე. ეხლა რომ ვუფიქრდები, თუ მართლა დეტალურად არ აგიხსნეს, ვერ მიაგნებთ.

ცოტა ხნის წინ მეგობართან ვიყავი, სადაც ვნახე ამ მაღაზიაში ნაყიდი შპალიერები, ძალიან მომეწონა და გზაც დეტალურად მიმასწავლეს. წავედი, ვიყიდე მშვენიერი შპალიერები, მშვენიერ ფასად და მას მერე ხან ვის მივასწავლე და ხან ვის, და ყველა კმაყოფილია.

ჯერ ვიტყვი, რატომ ღირს ამხელა გზაზე წასვლა და რა ხდება იქ განსაკუთრებული:

  1. დიდი არჩევანია ერთ დიდ ადგილზე, ერთ დიდ მაღაზიაში, არ მოგიწევთ ტალახში ბოდიალი, ათასი გამყიდველის ჩამოვლა წვრილ–წვრილ ბუტიკებში და ყველაზე ცალკე კითხვა, ეს რა ღირს, ის რა ღირს, და რამდენს დამიკლებ ბიძია. ანუ ფასებიც აწერია, არის საბოლოო და ვაჭრობა აღარ გიწევთ, და არ გაქვთ განცდა, ნეტავ ხომ არ მატყუებენ, წავიდე ერთი, ათ ადგილას კიდევ ვნახო. :) თუმცა მაინც იკითხეთ, შეიძლება ცოტა დაგიკლონ, თუ ბევრ რამეს იყიდით. ;)
  2. ერთი რულონის ფასი იწყება 5 ლარიდან და მთავრდება 100 ლარით.
  3. შპალიერები დალაგებულია ფასების მიხედვით, შესაბამისად არჩევას აიოლებს, ანუ, თუ იცით რა ბიუჯეტი გაქვთ, პირდაპირ იმ განყოფილებაში მიმოიხედავთ და არ გაგძვრებათ ქანცი ძებნით და არ აიკიდებთ დეპრესიას.
  4. შედარებით იაფია, ვიდრე ელიავაზე და სხვა მაღაზიებში. მე ზუსტად ვერ ვიტყვი რამდენია სხვაობა, შეიძლება სულაც იგივეა, მაგრამ მე ვიყიდე შპალიერი 11 ლარად, რომელიც ელიავაზე 33 ლარად მქონდა ნანახი. ანუ რაღაც სეილებიც არის ხოლმე.
  5. ხარისხიანი შპალიერია. 5 ლარიანი შპალიერიც კი მშვენიერია.  მემგონი ყველანაირი გემოვნების და ბიუჯეტის კლიენტს დააკმაყოფილებს. თუ მაინცდამაინც 200 ევროიანი შპალიერი გინდათ, არ წახვიდეთ, არ აქვთ.
  6. შპალიერების გარდა არის სარემონტო მასალებიც, რაც შპალიერის გაკვრისთვის არის საჭირო, და შეგიძლიათ ყველაფერი იქ შეიძინოთ და აღარ მოგიწიოთ ელიავაზე წასვლა (სადაც მანქანის გასაჩერებელი ადგილი არასდროს არაა).
  7. იყიდება ასევე: ლამინირებული იატაკი, იატაკის საფარი ლინოლიუმი, ლაქ–საღებავები, ჭაღები, ტორშერები, საყოფაცხოვრებო სამეურნეო ინვენტარი. (ეს ჩამონათვალი ამოვწერე მათი სავიზიტო ბარათიდან).

მაღაზიას ქვია საბითუმო საწყობი  შპს “გიორგი 2004”. ზუსტი მისამართია: კახეთის გზატკეცილი, რკინიგზის ჩიხი #20, პეპელას მიმდებარე ტერიტორია. ტელეფონი: 271–64–01. ვებგვერდი: http://newdesign.ge, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ შპალიერები.

ეხლა კი ინსტრუქცია, როგორ მივაგნოთ მაღაზიას:

  1. თბილისიდან კახეთის მიმართულებით დაადგებით აეროპორტის ტრასას, საიდანაც გაგიხარდებათ იქიდან. :)
  2. გაცდებით “რომპეტროლს” (მარჯვენა მხარეს)
  3. გაცდებით საპატრულოს (მარცხენა მხარესაა)
  4. გაცდებით სოკარს, ელიტელექტრონიქსს, ლუკოილს (მარჯვენა მხარეს).
  5. დაინახავთ “თეგეთა მოტორსის” დიდ ბანერს. იქვეა მათი ოფისი თუ მაღაზია, რაც ქვია, მარჯვენა მხარეს.
  6. უკვე ამ ადგილიდან ჩანს “ვისოლის” სადგური (რომელიც ადრე ბენზინგასამართი სადგური “პეპელა” იყო). აქ შეანელეთ მანქანა და იყავით ყურადღებით. ;) ვისოლის კედელზე მიკრულია დიდი აბრა: “სამშენებლო მასალები”.
  7. ამ ვისოლს არ უნდა გაცდეთ, ვისოლთან არმისული არის ჩასახვევი მარჯვენა მხარეს, სადაც უნდა ჩაუხვიოთ.
  8. ჩაუყვებით გზას და უნდა გაძვრეთ სარკინიგზო ხიდის ქვეშ.
  9. ხიდიდან გახვალთ თუ არა გზა იყოფა ორად, მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე მიდის გზები. მარჯვნივ  წახვალთ –არ მოკვდებით, მარცხნივ წახვალთ – მაინც  არ მოკვდებით. :D უბრალოდ, თუ ამ დროისთვის კიდევ გენდომებათ შპალიერების ყიდვა, უნდა წახვიდეთ მარჯვნივ. ;)
  10. გაუყევით ასვალტიან გზას. გზა მიდის პირდაპირ და მერე მარცხნივ ეშვება. მიყევით ბოლომდე, პირდაპირ და მარცხნივ, სანამ არ დამთავრდება ასვალტი.
  11. იქ, სადაც ასვალტი მთავრდება, გზა იყოფა კიდევ ორად. შუაში არის აბრა “შპალერი” მარცხენა ისრით. ანუ, როგორც უკვე მიხვდით, შეხვალთ მარცხენა გზაზე.
  12. გაყვებით მიხვეულ–მოხვეულ  და დანგრეულ გზას ბოლომდე.
  13. წინ დაგხვდებათ დახურული ჭიშკარი, მარჯვენა მხარეს კი – ღია ჭიშკარი. ამ მარჯვენა ჭიშკარში შეხვალთ და დაინახავთ ორსართულიან შენობას, რომელიც არის ჩვენი მაღაზია, რაც გვინდოდა. :)
  14. შეხვალთ და იშოფინგებთ ბედნიერად. :)

აბა, წარმატებები შოფინგში, რემონტში და ყველა დანარჩენ აქტივობებში! :)

პ.ს. ცალკე პოსტია დასაწერი, როგორი დაკითხვა მომიწყეს მაღაზიის მეპატრონეებმა, რა არის ბლოგი და რატომ ვიღებ სურათებს, მაგრამ რადგან ცოცხალი გადავრჩი, არ დავეძებ. ;)

ეხლა კი სურათები, მიმდევრობით არის დალაგებული, როგორ უნდა გაყვეთ გზას:

გილოცავთ, ზაფხულის მოსვლას, ბავშვთა დღეს, ნინოობას და ჩემს მიერ გამოცხადებულ რუსოობას! :)

—— – – – – –

ჩემი ბლოგისთვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ ფეისბუქზეც, თუ დაალაიქებთ პეიჯს: http://www.facebook.com/Russosblog

რატომ უნდა ‘დაალაიქოთ’ ჩემი ბლოგის ‘პეიჯი’ ფეისბუქზე? იმიტომ, რომ ბევრ კარგ და საინტერესო ლინკს თუ ინფოს ბლოგზე არ ვდებ. როცა დრო არ მაქვს, რომ მივაკომენტარო, ან ტექნიკური აღჭურვა არ მიწყობს ხელს, მხოლოდ ფბ–ზე ვაშეარებ ლინკებს. ამიტომ, თუ გინდათ, რომ რამე კარგი და საჭირო არ გამოტოვოთ,  ჯობია, ფბ–ზეც დაალაიქოთ ჩემი ბლოგის პეიჯი.

გაერთეთ! :)

fb

17 thoughts on “შპალიერის საბითუმო საწყობი

  1. Pingback: კარფურში მიმავალი “მარშუტკები” :) | რუსოს ბლოგი

  2. Pingback: საიუბილეო პოსტი :) | რუსოს ბლოგი

  3. მადლობა მარშრუტისთვის, ადვილად მივაგენით :) არჩევანი დიდია, შესაბამისად ფასებიც მერყეობს, თუმცა მომსახურეობა საშინელი, უჟმური კონსულტანტები უკმეხი პასუხებით… საბოლოო ჯამში ხელცარიელი არ წამოვსულვართ, მაგრამ რომ დაგჭირდეს მეორედ იქ აღარ მივბრუნდებით…

  4. ესეიგი შენც მაგრად გაერტე ამ მისამართის წერაში და ჩვენც გაგვართე მინდა გითხრა :D :D მაგრამ შპალერს რომ შევიდზენ მერე დავწერ ტუ როგორი კმაყოპილი ვიქნები :D

  5. მე უკვე ვიყავი შპალიერის საყიდლად და საშინლად უკმაყოფილო ვარ….. პირველ რიგში მომსახურება აქვთ უვარგისი, საერთოდ არავინ გაქცევს ყურადღებას და თუ კითხე რამე ისე გიპასუხებენ, რომ მეორედ აღარ კითხო. დარბაზში შპალიერები ცელოფანში შეფუთულებია და რომ ჩამოუშვა ნახო გაშლილი როგორია ამის საშუალება არ არის. თან ისე ვიწროდაა სტენდები გაკეთებული და ისე მჭიდროს კიდია, რომ ერთი თუ მოხსენი დასათვალიერებლად შეიძლება რამდენიმე თავზე დაგეცეს.ხოლო თუ ზემოთ რომელიც კიდია იმან დაგაინტერესა არ იფიქრო რომ ვინმემ მოგიხსნას და გაჩვენოს. ,,ყველას რომ მოვუხსნათ ეგრე სად არისო” – კონსულტანტმა მიპასუხა. ამდენად თუ მოახერხე და აირჩიე ინტუიცია და ვარაუდის უნარი უნდა გქონდეს განვითარებული. იქ მიღებული შთაბეჭდილებები კიდევ დიდხანს გამყვება ასე რომ როგორ რუსო წერს ,, თუ ჯერ კიდევ გინდათ შპალიერის ყიდვაო მარჯვნივ წადიო” – მინდა გითხრათ რომ იქ მისულს ნამდვილად აღარ გენდომებათ . საშინლად გაბრაზდებით ჩამსავით ამსიშორეს რამ წამომიყვანაო, ნეტა იმ ელიავაზე წავსულიყავიო, მაგრამ თქვენ თავზე გაბრაზებული ამდენი ბენზინი, ან ტაქსის ფული ტყვილა ხომ არ დავხარჯე ვაითუ ელიავაზე უფრო ძვირი იყოსო რაღაცას მაინც იყიდით და ნერვებმოშლილი წამოხვალთ.
    ასე, რომ არავის ვურჩევ იქ წასვლას. ფასშიც არაა იმხელა სხვაობა რომ ღირდეს. იაფინ შპალიერებში არჩევანიც არ აქვთ დიდი. 20 ლარს ზემოთ კი იცოცხლე ბევრი აქვთ მაგრამ უკვე აგიხსენით როგორ უნდა აირჩიოთ. ისეთი ნერვებმოშლილი მოვედი კიდევ ბევრს დავწერ და ჯობია აქ შევწყვიტო. ასე რომ თავად აისჩიეთ რას ჯობია გაუფრთხილდეთ – ფულს და წახვიდეთ და ვარაუდით იყიდოთ იმ იმედით რომ კედელზე კარგი გამოვა. თუ ნერვებს – ცოტა ძვირად ისეთ ადგილას იყიდოთ სადაც გაშლილსაც ნახავთ იმ შპალიერს და ფერსაც და ფაქტურასაც წარმოიდგენთ როგორი იქნება სივრცეში და ადმიანურადაც მოგემსახურებიან.

  6. ისე ეჭვიც გამიჩნდა რუსო იმ მაღაზიის თანამშრომელი ხომ არ ხარ?

  7. ძალიან საჭირო პოსტია, მეც ბევრისგან გამიგია მაგ ადგილზე, მაგრამ ჯერ არ ვყოფილვარ. უფრო საბითუმო ვაჭრობაზეა გათვლილი ალბათ..

    • რუსო მე მგონი შეთავსებით გუდვილში და საბურავების მაღაზია ლასაშიც მუშაობს :D

    • არა, საცალოზეა გათვლილი. ჩვეულებრივი ხალხი დადის. :)

    • რაზე რა უნდა ქნა? უნდა გაიარო ყველგან, და სადაც მოგეწონება, იქ იყიდო. თუ ბრაზიან პოსტს გულისხმობ ზემოთ რომ დაწერეს, მე არ მივაქცევდი ყურადღებას. კარგის გამოხატვა ბევრს უჭირს, ცუდის– არ ეზარებათ. ;)

  8. 3 წლის წინ შევიძინეთ მანდ შპალერი და დღემდე არ დაუკარგავს ფერი და არც ვარდება , იტოგში ხარისხი კარგია და ნერვების მომშლელი კონსულტანტები მაშინაც იყვნენ …მიუხედავად ამისა მაინც ღირს :)

    • წერია პოსტში ტელეფონის ნომერი. არვიცი, ისევ ეგ აქვთ თუ არა.

  9. ამასობაში მთლიანად დაუგიათ გზა :) და ოქროს გოგო სახელად ნათია მომემსახურა ფანტასტიურად.. შპალერები მართალია შეკვრებით აქვთ გამოფენილი, მაგრამ იმავდროულად აქვთ კატალოგები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ შპალერის ნიმუში.. აქვე დავძენ, რომ ერთ-ერთი შპალერი, რომელიც მომეწონა, კატალოგში ვერ ვიპოვეთ და “შეკვრა” გამიხსნა კონსულტანტმა და მაჩვენა ძალიან ღიმილიანად.

  10. მეც საშინლად უკმაყოფილო ვარ….. პირველ რიგში მომსახურება აქვთ უხარისხო, საერთოდ არავინ გაქცევს ყურადღებას და თუ კითხე რამე ისე გიპასუხებენ, რომ თითქოს ფულს თხოვდე ან ვალი გქონდეს. ვფიქრობ მათი შპალიერიც ისეთივე ხარისხიანი იქნება როგორც მათი მომსახურება. ამიტომ გირჩევთ შეარჩიოთ იქ – სადაც შერჩევის საშუალებაა. ამათთან დარბაზში შპალიერები ცელოფანში შეფუთულებია და რომ ჩამოუშვა და ნახო გაშლილი როგორია ამის საშუალება არ არის. ამიტომ ვფიქრობ რომ მუშაობენ „ლოხებზე“ და მთავრობის შეკვეთებზე, ბიუჯეტის ფულის გახარჯვისთვის შპალიერის დანახვა საჭირო არ არის.
    მერიდებოდო დაწერა, ვფიქრობდი იქნებ მე ვცდებიო, მაგრამ კომენტებით – ზუსტად ჩემნაირი უკმაყოფილო tamuna–ც გახლავთ. მადლობა მას, დამეხმარა მეც გამომეხატა ჩემი უკმაყოფილება

გააკეთე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s