რა უნდა ქნათ, თუ სამსახურს ეძებთ

თუ სამსახურს ეძებთ, არ აქვს მნიშვნელობა, მდივნობა გინდათ, მინისტრობა, თუ სათოხარში აპირებთ წასვლას, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთოთ, ისწავლეთ ვორდი! აუცილებლად ყველგან გამოგადგებათ. გახსოვდეთ დამლაგებლის ვაკანსიაზეც კი cv (რეზიუმე) უნდა გააგზავნოთ. სივი კი ვორდში უნდა აკრიფოთ. და თუკი თქვენი სივი სხვას უნდა გააკეთებინოთ, მაშ ნუ გაგიკვირდებათ, თუ  სამსახურშიც სხვას აიყვანენ და არა თქვენ!

ms-word-2

კომპუტერულ პროგრამა მაიკროსოფტ ვორდს ვგულისხმობ. არ გინდათ 37 პროგრამა, 9-თვიანი კურსები. დაჯექით თქვენით და სკაიპების, ჩათის და ფეისბუქის ნაცვლად გაარჩიეთ ვორდი თქვენ თვითონ. საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ცხოვრებაში ისწავლოთ, თქვენი გასარჩევია, თქვენი სასწავლია. შეიძლება ვინმე დაგეხმაროთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, არ არის ეს ყველაზე კარგი გზა. თუ გაქვთ კომპიუტერი, დაჯექით და გაარჩიეთ. დაიდეთ ტექსტები, ნებისმიერი წიგნი, საგაზეთო სტატია და სცადეთ ზუსტად ანალოგიურად მოამზადოთ. ეხლა არ მაქვს დრო, აგიხსნათ, რატომ არის აუცილებელი ვორდის ცოდნა. მენდეთ სიტყვაზე, რომ აუცილებლად დაგიფასდებათ. ;)

და არ მითხრათ და არ დაიჯეროთ, რომ უკვე იცით ვორდი, რადგან დადიოდით კურსებზე,”გასწავლეს”უნიში. თუკი აბზაცებს სფეისებით აკეთებთ და ერთი გვერდის აკრეფას მთელი დღე უნდებით, ესე იგი არაფერი არ იცით. :) აქვე დავძენ, რომ ჩატების წინააღმდეგი არ ვარ. :) იმიტომ, რომ ამით შეგიძლიათ განავითაროთ ტექსტის აკრეფის სიჩქარე, რაც ასევე ძალიან კარგი უნარია სამსახურის მოსაძიებლად.

სულ რამოდენიმე აუცილებელი უნარი ჭირდება ადმიანს, რომ ელემენტარული სამსახური იპოვოს და უმუშევარი არ ერქვას, ერთი უკვე გითხარით, ვორდი უნდა იცოდეთ, დანარჩენს სხვა დროს გეტყვით. მანამდე ჩემი ძველი პოსტიც ნახეთ:  როგორ cv-ს ქვია კარგი cv-ი.

ხოლო თუ უკვე მუშაობთ და მაინც არ იცით ვორდი,  კიდევ უარესი. დროზე ისწავლეთ, რომ მალე წაიწიოთ წინ. :)

——-

გვერდი (page) გავუკეთე ჩემს ბლოგს ფეისბუქზე. ვინც ფიქრობთ, რომ მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელია, დაალაიქეთ: http://www.facebook.com/Russosblog  ლინკი მიმაგრებულია სურათზეც. :)

fb

One thought on “რა უნდა ქნათ, თუ სამსახურს ეძებთ

  1. Pingback: ამ პოსტში გასწავლით თევზაობას, და არა მის მირთმევას ;) | ჯანმრთელი ხალხის ბლოგი

გააკეთე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s