საშობაო ანუ გურული ღვეზელი :)

ფეისბუქელებს ჩემი საშობაო ღვეზელის ფოტოებიც ნანახი გაქვთ. ;)  არაფერი განსაკუთრებული რეცეპტი არვიცი და მემგონი არც არსებობს, მაგრამ რადგან ანას უნდოდა რეცეპტი, დავწერ, როგორ გავაკეთე. :)

წესით ამხელები არაა გურული ანუ საშობაო ღვეზლები, პატარებია, მაგრამ მე პირველად გავაკეთე და ასეთი დიდრონები გამომივიდა. ;)  ჩვეულებრივი ხაჭაპურისგან იმით განსხვავდება, რომ გულში მოხარშული კვერცხებია ჩაყოლებული. :)

guruli2

ინგრედიენტები:

  • ცომი 
  • ყველი
  • მოხარშული კვერცხი
  • უმი კვერცხი (თავზე მოსასმელად გამოცხობამდე).

guruli7

მომზადება: 

  • მოამზადებთ ხაჭაპურის ცომს იმ რეცეპტით, რომელიც დამუღამებული გაქვთ და მოგწონთ. ჩემი ცომის რეცეპტი ადრე დავდე და შეგიძლიათ ნახოთ აქ: “ხაჭაპურის ცომის რეცეპტი“.
  • მოამზადებთ ყველს, გახეხავთ ან დაჭყლიტავთ. მე ერთი ცალი კვერცხის გულსაც ვამატებ ხოლმე.
  • მოხარშავთ კვერცხებს და გაჭრიათ შუაზე სიგრძეზე, მე 4-ად გავჭერი, მაგრამ ჯობია შუაზე გაჭრილები იყოს, უფრო შესამჩნევია გემო.
  • ერთ ცალ კვერცხს ცალკე ათქვეფთ და გაამზადებთ იმისთვის, რომ ღუმელში შესადებად გამზადებულ ღვეზელს გადაუსვათ თავზე.
  • აიღებთ ცომის გუნდას, გააბრტყელებთ, მისცემთ წრის ფორმას.
  • წრის ნახევარზე დადეთ ყველი და ზემოდან სიგრძეზე ორად გაჭრილი მოხარშულ კვერცხი. (კვერცხის რაოდენობა განსაზღვრეთი იმის მიხედვით, რამხელა ღვეზლებს აკეთებთ).
  • გადმოკეცეთ ცომის მეორე ნახევარი და ამოუკარით ბოლოები.
  • წაუსვით ათქვეფილი კვერცხი
  • და შესვით ღუმელში გამოსაცხობად. 180-200 გრადუსზე 15-20 წუთით.
  • გამოდის ლამაზები და გემრიელები.
  • გაამოთ. :)

guruli1

guruli2

 

guruli6

———

მე და ჩემი ბლოგი ფეისბუქზეგვნახეთ აქ:>> ;)

fb

გააკეთე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s