ოჩხარი – წვეულებების გამართვის კარგი ტრადიცია ;)

ერთი იდეა მინდა შემოგთავაზოთ და ატაცება თქვენზე იყოს (ან მინიმუმ დაშეარება). ;) ამერიკაში სტუდენტობისას ძალიან მომწონდა მათი ერთი ტრადიცია. გაგიზიარებთ და ჩვენც დავამკვიდროთ, თუ მოგეწონებათ.  :) margarita რაში მდგომარეობს იდეა: ძალიან ხშირად იციან ამერიკელებმა წვეულებების (potluck) მოწყობა, სადაც ყველა დაპატიჟებული სტუმარი მიდის თავისი საჭმელ–სასმელით. ერთი ტონა კი არ მიაქვთ სტუმრებს, რამდენიც მიდის, იმდენის სამყოფი,  ანუ თუ ცოლ–ქმარი მიდის სტუმრად, მიაქვს 2 კაცის საკმარი სასმელ–საჭმელი (როგორც წესი, ყველას მიაქვს ერთი თავი კერძი, მაგრამ იდეა ეგაა). და აუცილებელი არ არის, თქვენი მიტანილი საჭმელი მიირთვათ, უფრო პირიქით, ზოგს განსხვავებული უყვარს, ზოგს ის სასმელი მიაქვს, რაც თავად უყვარს და იცის, რომ შეიძლება არ დახვდეს. ;) არის ხოლმე წვეულებები, სადაც მასპინძელი კისრულობს საჭმლის მომზადებას, და სტუმრებს სასმელის მიტანა ევალებათ. potluck is a gathering of people where each person or group of people contribute a dish of food prepared by the person or the group of people, to be shared among the group. purmarili მაგალითად, ჩვენ, სტუდენტებს ამერიკაში ხშირად გვეპატიჟებოდნენ ლექტორები ჩვენ–ჩვენი საჭმელებით, ხან ლექციებს გვიტარებდნენ სახლში მთელ ჯგუფს, ხან ლექციების გარეშე, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და გასართობად. იყო ხოლმე, ჩვენ არ გვევალებოდა საჭმელების მიტანა, და იქეთ გვატანდენ სახლში კონტეინერებით, თუ ბევრი რჩებოდა გამოუყენებელი. :)  ამას გარდა, ჩვენ ჯგუფელებს გვქონდა ტრადიცია, ყოველ კვირა ვიკრიბებოდით Sunday brunch–ზე ჩვენი საჭმელებით და ვერთობოდით, მაშმელოუებს (ზეფირი) ვწვავდით შამფურებზე (მე არ მიყვარს), სოსიჯებს დაა.შ. ვინ რა საჭმელის მიტანას აპირებს, წინასწარ შეთანხმება ხდება, ყველამ ერთი და იგივე  რომ არ მიიტანოს. ექსკურსიებზე რომ იცოდნენ ჩვენთან, ყველას რომ შემწვარი ქათამი მოქონდა, ეგრე არა. ;) mtiralaze ეხლა შევადაროთ ჩვენთან როგორ ხდება წვეულებების მოწყობა: ერთი სტუმართმოყვარე ოჯახი ეპატიჟება ყველას ყოველთვის (დანარჩენებს ან ფული არ აქვთ, ან დრო არ აქვთ, ან სახლის არევა ეზარებათ და ა.შ.). ;) ერთი დიასახლისი წყდება წელში საჭმელების კეთებით სამი დღე, მერე სტუმრიანობის დროს გამოკეტილია სამზარეულოში, რა გააცხელოს, რა დააცხოს, რა შეიტანოს, რა გამოიტანოს და ა.შ.  შედეგად, გამოდის, რომ ყველა ერთობა და მასპინძლები “პახაობენ”.  ;) ცალკე ის, რომ მთელი სასმელ–საჭმელის ფული მათი გადასახდელია. ;) მოკლედ, მასპინძლების სერიოზული ჩაგვრა მიდის. ცირკია, ისჯება ის, ვინც ყველაზე კარგი ტიპია. ;)

მერე იღლებიან ესენიც, და ასე იკარგება ერთად შეკრებების ტრადიცია, მითუმეტეს, რომ ფინანსებიც აღარ გვიწყობს ხელს, ხშირი და დიდი ქეიფების მოსაწყობად, და ხალხი ერთმანეთს ვეღარ ნახულობს. (ცალკე პოსტს დავწერ სხვა დროს, რატომ ვერ შეცვლის ასეთ წვეულებებს რესტორნებში სიარული, და რესტორნებში ფულის გადახდის უაზრო და არასამართლიან პრაქტიკაზე, სულ კაცები რომ იხდიან, და ქალებს არ ახდევინებენ, ან თანაბრად რომ აშეარებენ, ანუ ერთი და იგივეს რომ იხდიან ერთი სალათის მჭამელი ქალი და 10 ბაკალი ლუდის დამლევი კაცი). ;) ამერიკელები კარგი ტიპები არიან და კარგი რაღაცეების გადმოღებაც შეიძება მათგან, მარტო ცუდს რომ ვიღებთ. ;) მოკლედ, მე სტუმრიანობის ამერიკული ვარიანტის დანერგვას გთავაზობთ. ნუ შეგრცხვებათ დაპატიჟოთ მეგობრები, სტუდენტები თუ კოლეგები თავიანთი პურმარილით. ასე უფრო გაერთობით, უფრო შეირგებთ, და სტუმრებსაც ტვინიც არ აგტკივდებათ, დედა რა წავიღო საჩუქრადო. :) თან ეს ტრადიცია მონაცვლეობითია, ერთ შაბათს ერთი მეგობარი ეპატიჟება ხალხს, მეორე შაბათს – მეორე, და ასე. ;)

ACHMA ეხლა ვინც გაბრაზდით, რა ტვინი წაიღო ამ ხალხმა ამერიკული ტრადიციებითო, გეტყვით, რომ ქართველებსაც ქონიათ ასეთი ტრადიცია,  და თუ ამერიკული არ გინდათ, რაჭული აღვადგინოთ. დედაჩემისგან გამიგია, რომ ბავშვობაში რაჭაში ხშირად აწყობდნენ ოჩხარებს, წვეულებას, სადაც ყველას თავისი საჭმელი მიქონდა. :) mcvadebi ჰოდა ასე, გინდათ რაჭული დაუძახეთ, გინდათ ამერიკული, მოვეშვათ ტანჯვას და დავიწყოთ გართობა, მეტი რა შეგვრჩება?! ;) პ.ს. რამდენი სტუმრებს დაპატიჟებთ, ეს პოსტი დაუშეარეთ, თუ გერიდებათ იმის თქმა, თქვენი საჭმელი მოიტანეთო. ;)

დამატება: ჩვენი მკითხველის, ნანას კომენტარს ვამატებ: “დედაჩემიც ხშირად გვიყვებოდა რაჭული ოჩხარის შესახებ. ყველას მიჰქონდა სახლიდან, ვისაც რა ექნებოდა, ლობიანი, ფხლიანი, ლორი, ჭადი, ყველი, ღვინო და ყველა ერთობოდა. იყო ცეკვა-სიმღერა და მხიარულება. უცხო სტუმარს ვერ ეტყვი, შენი საჭმელით მოდიო, თორემ შინაურ წრეში მშვენიერია ასეთი შეხვედრები. თორემ ზედმეტი დაღლა და დავიდარაბა ყველას ეზარება და წლობით არ ნახულობს ხალხი ერთმანეთს. <3”

დამატება: ჩვენი მკითხველის, ნანუკას კომენტარი: “ევროპაშიც, კერძოდ, გერმანიაში სტუმარ-მასპინძლობის მსგავსი ტრადიციაა.მე მივესალმები… რასაც მიიტან, თუ დარჩება შეგიძლია უკან წამოიღო, მაგრამ მთელი საღამო ლამაზად და საინტერესოდ გაატარო, არა სუფრასთან მიჯაჭვულმა და თამადა–მერიქიფის მორჩილმა, არამედ ან ფანჯრის რაფაზე ჩემომჯდარმა , ან ბედნიერად იატაკზე თავისუფლად… მერე ყველა ერთად ალაგებს სუფრას, ჭურწელს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და ესე მხიარულად აწყობენ ფართებს მასპინძელიც ბედნიერია და სტუმარიც…უცხო სტუმრებს კიდევ რესტორნებში უმასპინძლდებიან”.

 

———

ჩემი ბლოგისთვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ ფეისბუქზეც:

fb

One thought on “ოჩხარი – წვეულებების გამართვის კარგი ტრადიცია ;)

გააკეთე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s