მე რომ პრეზიდენტი ვიყო – 2 ;)

გახსოვთ ჩემი ძველი პოსტი, ჩემი დიშვილის თემა რომ დავდე “მე რომ პრეზიდენტი ვიყო”? ახლა მეც მომინდა მსგავსი თემის დაწერა ;) და ვფიქრობ, დავამატო ახალი რუბრიკა ჩემს ბლოგს: “მე რომ პრეზიდენტი/ პრემიერი/ მეფე ვიყო”. ;) დავწერ ხოლმე, ჩემი აზრით პრიორიტეტულ თემებს, რასაც უნდა მიხედოს სახელმწიფომ ზემოდან და რასაც ვერ ხვდება, რომ პრიორიტეტულია. თქვენც მომაწოდეთ ასეთი იდეები, და თუ დაგეთანხმებით,  თქვენს აზრებსაც დავდებ ბლოგზე. ;) რას იტყვით? :)

prezident

და საიდან გამიჩნდა ეს იდეა. ამასწინათ დავარეკლამე ეს წიგნი ფეისბუქზე, არვიცი ბევრმა წაიკითხეთ თუ არა (თამუნას წაუკითხავს, მოეწონა), მაგრამ… ეს წიგნი მინდა რომ დედაჩემს წავაკითხო! თარგმნეთ რა ვინმემ. :) ძალიან მაგარია! გირჩევთ განსაკუთრებით მშობლებს, მასწავლებლებს და მენეჯერებს. და საერთოდ ყველას, ვისაც უნდა რომ ადამიანებს (მათ შორის საკუთარ თავს) უკეთ გაუგოს. ;) თანაც კინდლის ვერსია 3 დოლარი ღირს ამაზონზე! ყველაფერი კარგი სულაც არ არის ძვირი. ;)

quiet

ამ წიგნზე მემგონი კიდევ დავწერ პოსტს, ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ ეხლა სხვა თემას ვუძღვნი ამ პოსტს. :) “მე რომ პრეზიდენტი ვიყო”, არ დამენანებოდა წელიწადში რამოდენიმე მილიონი კარგი წიგნების სათარგმნელად. ვიღაცა იტყვის, რა აზრის აქვს, არავინ კითხულობსო. ცოტაა ქართულად კარგი წიგნი და იმიტომ. წაიკითხავენ, თქვენ თარგმნეთ. და გინდაც ბევრმა არ წაიკითხოს და წაიკითხოს მხოლოდ 5–მა ან 10–მა კაცმა, უკვე საქმეა, 10 კაცით მეტი გამოღვიძებული ადამიანი ეყოლება საქართველოს. არაა პატარა საქმე! ;)

 

ახლა არ დამეზარა და დავგუგლე. ტიმი ფერისი არის ნათარგმნი 35 ენაზე, თოლე– 33 ენაზე, ჩოპრა–35 ენაზე, ვიკტორ ფრანკლი – 24 ენაზე. ზემოხსენებული წიგნის ავტორი– სუზან ქეინი– 30–ზე მეტ ენაზე ერთ წელიწადში….

არ დავგუგლავ, რომელ ქვეყნებში. გასაგებია, რომ დიდი და მდიდარი ქვეყნები უფრო თარგმნიან კარგ წიგნებს. გასაგებია, რომ პატარა და ღარიბი ერი ვართ… სწორედ მაგიტომ გვჭირდება კარგი წიგნების თარგმნა! :)

ნახვამდის! :)

–––

მე და ჩემი ბლოგი ფეისბუქზე გვნახეთ აქ:>> ;)

fb

One thought on “მე რომ პრეზიდენტი ვიყო – 2 ;)

  1. მშვენიერი იდეაა, თუ მთავრობას მივაწვდით და განიხილავენ ხო მთლად უკეთესი..დანიაში, დღეში მილიონზე მეტი წერილი შედის მოსახლეობიდან, მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, წერილების განხილვა..
    1)ბიბლიოთეკების დახვეწა და ყველა საჭირო წიგნის შეტანა და წიგნზე ხელმისაწვდომობა, სახლიდან დაჯავშნა და ასე შემდეგ, აი დანიის მაგალითი გადმოიღონ! ბიბლიოთეკები ყველგან!
    2)სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები,და პედაგოგების შესაბამისას დაფასება! მარტო საგნის სწავლა არ არის საკმარისი, აუცილებელია ანალიზი, ანალიზის კუთხით უნდა მიმდინარეობდეს გაკვეთილები და არა შინაარსის მოყოლით მხოლოდ..
    3) სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ერთ-ერთი სპორტული აქტივობა, რომელსაც ბავშვი აირჩევს 17 წლამდე..ან ის სფერო, რის მიმართაც აქვს ბავშვს მიდრეკილება.. “მიეცით ნიჭსა გზა ფართო..”
    4) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, არა მოწევა, სისუფთავე! სადგურების მოწესრიგება, განრიგების შექმნა, რომლის გაგება ხელმისაწვდომი იქნება სახლიდან..
    5) საველოსიპედე გზის შექმნა, თავისი შუქნიშნებით და ველოსიპედებისთვის გამოყოფილი დასადგომი ადგილებით..
    6) ჯანდაცვა გადასახედია საერთოდ!
    7) კონტროლი იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც უშვებენ საკვებ პროდუქტებს!!!!! მკაცრი კონტროლი იმპორტს,შემოვიდეს მხოლოდ საუკეთესო!
    8) მაღალი ინფრასტრუქტურა სოფელს და სტიმული სოფელში დაბრუნების ხალხს!

    და ასე შემდეგ , ჯერ ეს გაითვალისწინონ :) ;)

გააკეთე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s