მოხარშული ბადრიჯანი ნიგვზით :)

რომ არ დამავიწყდეს, დავიმახსოვროთ ბლოგზე ჯანსაღი ნიგვზიანი ბადრიჯნის რეცეპტი. :) ჯანსაღი იმიტომ, რომ ბადრიჯანი იხარშება და არ იწვება ხარახურა, ტონა ზეთში. :)

მოხარშული ბადრიჯნის მომზადება:

“ხარშავ ბადრიჯანს, წურავ მაგრად, წყალი რომ არ შეყვეს. ცივ წყალში შეგიძლია ჩაყარო. ჩანგალი უნდა ჩაარჭო და მიხვდები როდის მოიხარშა. ორთქლზე თუ მოხარშავ, გაწურვა აღარ მოგიწევს. მერე ამას დააქუცმაცებ საშუალოდ, უმჯობესია სიგრძეზე, ჩანგლით. უმატებ ნიგოზს, ხმელ ქინძს, წიწაკას, უცხო სუნელს, ყვითელ ყვავილს, ცოცხალ ქინძს, წვრილად დაჭრილ ხახვს და დანაყილ ნიორს.

The end! მადლობა ეკას! :)

eggplant15

ახლა გეტყვით, მე როგორ გავაკეთე და სურათებსაც დავურთავ. :)
  •  დავთალე ბადრიჯანი და დავჭერი ჟულიენებად (ანუ ჩხირებად).
  • ამასობაში დავდგი ქვაბი და წყალი ავადუღე.
  • მდუღარეში ჩავყარე ბადრიჯნის ჟულიენები, მოვხარშე. გამოუშვა მუქი ფერის წვენი.
  • ამასობაში ცალკე მოვამზადე ზემოხსენებული ინგრედიენტები + დავამატე ბლომად მწვანილი: ქინძი, ოხრახუში და ნიახური, იმიტომ რომ სასარგებლოა. :)
  • ავურიე ეგ ყველაფერი კარგად.
  • ბოლოს დავამატე კარგად გაციებულ–გაწურული ბადრიჯანი.

საკაიფოა, გავს ნიგვზიან მწვანე ლობიოს და სოკოსაც, გარეგნობით და მგონი გემოთიც. :)

მიეძალეთ, სანამ იაფია და გაამოთ. :)

—-

ჩემი ბლოგისთვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ ფეისბუქზეც: http://www.facebook.com/Russosblog

fb

გააკეთე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s