ქოთნის ვარდის მოვლა

ქოთნის მინიატურული ვარდის, იგივე კორდანა ვარდების მოვლის შესახებ ლიტერატურა დავსირჩე და მოკლედ აქ დავაკონსპექტებ შესაბამისი ბმულებით. :) აქვე აღვნიშნავ, გარდა იმისა, რომ ზოგადად მცენარეები ლამაზია საყურებლად, სხვა რამის გამოც არის კარგი და მნიშვნელოვანი მათი სახლში (თუ ოფისებში) ყოლა – ენერგეტიკას წმინდავენ სახლში, გარედან შემოყოლილ თუ სახლში წარმოქმნილ ნეგატივს თავისთავზე იღებენ და უფრთხილდებიან ოჯახის წევრებს. :)

kordana-rose

ინგლისურად ქვია ამ ვარდს: Kordana Miniature (Pot) Roses (Kordana Series), ჰიბრიდია გამოყვანილი ჩინური ვარდიდან (Rosa chinensis minima). არ აგერიოთ სხვა ჯიშებში, ბევრნაირი არსებობს და ყველას თავისებური მოვლა უნდა. წერია ასევე, რომ ამ ჯიშის ვარდებშიც არის განსხვავება, ამერიკაში იყიდება უფრო გარეთ სამყოფი კორდანა, ევროპაში კი – სახლში სამყოფი.

მოკლედ, ტონა რაღაც წავიკითხე, და მემგონი უკვე ყველაფერი ვიცი ამ ჯიშის შესახებ. :) მე რომ მეგონა კორდანა ოთახის ყვავილი იყო, ასე არ არის. ეს არის წესით გარეთ სამყოფი ვარდი, რადგან ვარდს უყვარს ბევრი სინათლე და ჰაერზე ყოფნა (გვგავს ადამიანებს, არა?). ეს ჯიში შეგიძლიათ ეზოშიც გადარგოთ, გრუნტში, დიდი გაიზრდება ტანად, მაგრამ ფოთლები და ყვავილები მინიატურული დარჩება.

კორდანა ხარობს ამტანობის 6–9 ზონაში (U.S. Department of Agriculture plant hardiness zones). რა ზონებზეა საუბარი, თუ გაინტერესებთ, ნახეთ ეს ცხრილი: >> და მიხვდებით. ჩემი ვარაუდით თბილისი ხვდება ამ ზონაში და აივანზეც შესაძლებელია მისი გახარება. მე გირჩევთ, სახლში დადგათ ფანჯარაზე, სადაც მზე ადგება მინიმუმ 6 საათი. დადგით იმ ოთახში, სადაც გრილა და რომელიც ნიავდება. საჭიროა დილის მზე.

რაც შეეხება მორწყვას: 

ჭირდება ნესტიანი, ნოტიო ნიადაგი. ნიადაგი არ უნდა გამოუშრეს, თუმცა სველიც არ უყვარს. ანუ უნდა ქონდეს კარგი დრენაჟიანი ნიადაგი. წერია სადღაც, მორწყვა ზაფხულში ყოველდღე, ზამთარში 2–3 დღეში ერთხელ. მაგრამ დავწერ ასევე მორწყვის სხვა მეთოდზე, რომლის გამოყენებაც მე ვაპირებ.

რადგან მზე უყვარს ვარდს და მინიმუმ 6 საათი მზის შუქზე უნდა ვამყოფოთ, ეს ნიშნავს, რომ ნიადაგი მალე გამოუშრება, ამიტომ უნდა ყურადღება და შესაბამისი მორწყვა.

  • მორწყვის მეთოდი: ვარდიან ქოთანს ჩავდგავთ წყლია ჯამში. წყალი ქოთანს უნდა წვდებოდეს ნახევრამდე, და დაველოდებით ვიდრე ქოთანში ნიადაგის ზედაპირი არ გაიჟღინთება (რამოდენიმე საათია საჭირო). შეიძლება ჯამში დაგჭირდეთ წყლის ჩამატება, რამდენადაც ნიადაგი იწოვს წყალს.

watering-flower

  • თვეში ერთხელ ზემოდანაც დაასხათ ნიადაგს წყალი, ისე რომ ქვემოთ ნახვრეტებში გაჟონოს. გაიმეორეთ ეს პროცედურა ორჯერ. ამით ხდება ნიადაგის გამორეცხვა, დაგროვილი სასუქების მარილებისგან (თუ იყენებთ სასუქს, წესით, აუცილებელია). წყარო: >>
  • მოსარწყავად ჯობია გამოვიყენოთ ნადგამი წყალი, ან გაყინული და მერე გამდნარი, როგორიც ადამიანისთვის არის რეკომენდებული (გაყინვისას კვდება ბაქტერიები, დადგმით კი ძირს ილექება მძიმე ლითონები, ჩვენ ვსვათ ზემოთა ნაწილს). :)
  • ჭირდება ნესტიანი ნიადაგი. ნიადაგი არ უნდა გამოუშრეს, თუმცა სველიც არ უყვარს. ანუ უნდა ქონდეს კარგი დრენაჟიანი ნიადაგი.  მორწყვა ზაფხულში ყოველდღე, ზამთარში 2–3 დღეში ერთხელ.
  • კორდანას მოსწონს ph- 4.5-დან 8–მდე, რადგან კარგად გრძნობს თავს საშუალოდ მჟავა ან მცირედ ტუტე ნიადაგში (Planting Kordana Series in loamy soil with a ph of between 4.5 and 8.0 is ideal for as it does best in moderately acidic soil to weakly alkaline soil.
  • სასუქი ზაფხულში კვირაში ერთხელ, ზამთარში – 15 დღეში ერთხელ.
  • დაავადებებს ადვილად არ იკიდებს, თუმცა შეიძლება გაუჩნდეს სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის ნაცარი, ტკიპები, ან ბუგრები. ნაცარი ჩნდება ნესტიან ფოთლებზე, ამიტომ დააკვირდით, მორწყვისას არ დაასველოთ ფოთლები.
  • პარაზიტებისგან პროფილაქტიკა: მიასხურეთ  ნატურალური საპნის შემცველი წყალი, 1 ს.კ საპონი ერთ გალონ (3.78 ლ)  წყალზე. (The occasional wash with a spray of pure soap and water (ivory or another natural soap, 1 tblsp. to a gallon of water.) helps, but don’t leave a moist plant in a sunny window, water droplets focus the sun and can burn their leaves).
  • დაავადებული და გაყვითლებული, ძველი ფოთლები დროულად უნდა მოაჭრათ.
  • მინიატურული მცენარეების მოვლის ზოგადი წესები იხ. აქ: >>
    http://miniatures.about.com/od/livingminiatures/tp/miniplnttips.htm

გამოყენებული ბმულები: 

ლექსიკონი:

  • peatტორფი– მკვრივი მასა, რომელიც წარმოქმნილია ჭაობის მცენარეების ლპობის შედეგად; იყენებენ საწვავად, სასუქად და სხვა მიზნებისათვის.
  • mildew – ნაცარი (დაავადება)
  • hardy- გამძლე, ამტანი
  • Perennial- მრავალწლოვანი მცენარე
  • aphid– მცენარის ტილი, ბუგრი.
  • mites– ტკიპები.
  • prune- გასხვლა.

–––––––––––––

ჩემი ბლოგისთვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ ფეისბუქზეც:

http://www.facebook.com/Russosblog

fb

გააკეთე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s