როგორ შევაყვაროთ ბავშვს მათემატიკა და არამარტო მათემატიკა :)

ხშირად მეკითხებიან ხოლმე, ვისთან მოვამზადოთ ბავშვი მათემატიკაშიო. დღესაც მკითხეს. მოდით, გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და იქნებ გამოგადგეთ.

ვიცი, რომ ყველა დაკავებული ხართ, და არ გაქვთ დრო, მაგრამ მასწავლებლების ძებნას, მე მაინც გირჩევდით, სულ ცოტა დრო დახარჯოთ იმაზე, რომ ბავშვს მათემატიკის “მუღამი დააჭერინოთ”. (შემომთავაზეთ უფრო კარგი ქართული სიტყვა). :)

math.jpg

ანუ როგორც ამ ძალიან კარგ სტატიაში წერია, ასწავლოთ აზროვნება ამ საგანში– ტვინის რომელი ბილიკები და უბნები უნდა ამოძრავდეს/ აინთოს მათემატიკის მეცადინეობის დროს. მე ვეთანხმები ამ სტატიას, არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ შეუძლია ჩაწვდეს მათემატიკას. შეიძლება ყველა სწრაფად ვერ ხსნიდეს ამოცანებს, მაგრამ გაგება უმეტესობას შეუძლია!

ასევე ვფიქრობ სხვა საგნებზეც. მაგალითად, შარშან ლიზა იძახდა, რომ ინგლისური სძულდა. წელს ატლიკინდა ინგლისურად, და თვითონ იწყებს ხოლმე ინგლისურად ლაპარაკს. იმიტომ, რომ კარგი მასწავლებელი ყავს, რომელმაც აზროვნება დააწყებინა ინგლისურად. იგივე ითქმის არამარტო საგნებზე, ასევე ცურვაზე, ცეკვაზე, თხილამურებზე თუ იოგაში თავზე დგომაზე. :) მუღამის დაჭერას პლიუს პრაქტიკა –  უნივერსალური ფორმულაა ყველაფრის ასათვისებლად!

head-stand

 

(და საერთოდ, ყველა სიძულვილი, საგნების იქნება თუ ადამიანების, მოდის ვერგაგებიდან. ამიტომ, თუ გვინდა გავთავისუფლდეთ სიძულვილისგან, უნდა შევეცადოთ გაგებას).

რატომ ჯობია, ეს საქმე გააკეთოთ თქვენ, და არა მასწავლებელმა? იმიტომ, რომ ბავშვი ან თქვენ გგავთ, ან თქვენს მეუღლეს, ან ბიძას, ან დეიდას, ან მამიდას. ამიტომ, რა მეთოდი ჯობია მისთვის, თქვენთვის უფრო იოლი დასადგენია, ვიდრე მასწავლებლისთვის, მითუმეტეს 35–კაციან ჯგუფში. დავამატებ ასევე, არ მესმის ბავშვებზე რომ ბრაზდებიან. ან თქვენ გგავთ, ან თქვენს მეუღლეს. ერთმანეთი კი თქვენ აირჩიეთ. არა?  ნუ გავექცევით საკუთარ პასუხისმგებლობას. ;)

აქვე ვიტყვი, რომ მუღამის დაჭერას არ ჭირდება თვეობით მეცადინეობა, შეიძლება ერთ კვირაში გაკეთდეს. ;)

და თუ როგორ, ჩემი ძველი პოსტის ლინკს ვაკოპირებ, როგორ შემაყვარა მამაჩემმა მათემატიკა ისე, რომ 5 წუთი დრო არ დაუხარჯავს ჩემზე, როცა დედაჩემი საჭმელების კეთებით იყო დაკავებული ოროთახიან ხრუშოვკაში, პირველ სართულზე. (საიდანაც გადაძრომა გვიყვარდა ეზოში გასართობად, გარაჟებზე და თუთის ხეებზე სარბენად). :)

პ.ს. მომზადებას რეკომენდაციას ვუწევ მხოლოდ ენებში, თუ თქვენ არ იცით ენა, ან არ გცალიათ მისახმარებლად.

https://russosblog.wordpress.com/2013/11/08/understanding/

––––––

ჩემი ბლოგისთვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ ფეისბუქითაც, თუ დაალაიქებთ პეიჯს:

http://www.facebook.com/Russosblog

fb

 

გააკეთე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s